"ჩელსის" თანამშრომლებს უკვე გამოუცხადეს, რომ გუნდში ჟოზე მოურინიო ბრუნდება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თანამშრომლებს უკვე აცნობეს, რომ მომავალ სეზონში გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იქნება. ამის შესახებ L’Equipe გვარწმუნებს.

მოურინიო, რომელიც 2004-იდან 2007 წლამდე წვრთნიდა "ჩელსის", ამჟამად მადრიდის "რეალს" უდგას სათავეში, რომელთანაც შეთანხმება 2016 წლამდე აკავშირებს.

მიუხედავად ამისა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე არაერთგზის განაცხადა, რომ ინგლისში დაბრუნება სურს.

"ერთ-ერთი ფაქტორი, რაც მოურინიოს ლონდონურ კლუბში გადასვლის შესახებ ვარაუდებს ამყარებს, ფრენკ ლემპარდთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. ის მოურინიოს გაწვრთნილი "ჩელსის" საკვანძო ფეხბურთელი იყო", - წერს გამოცემა.

აღსანიშნავია, რომ 34 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებას კლუბი ბოლო დრომდე
არ ჩქარობდა.

"ჩელსის" ამჟამინდელი მესაჭე რაფაელ ბენიტესი, რომელმაც გუნდი ნოემბერში ჩაიბარა, აცხადებს, რომ თანამდებობას სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს.

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესის კონტაქტი "რეალთან"
"ჩელსი": გადაწყდა, ფრენკ ლემპარდი რჩება
სჭირდება თუ არა ლონდონის "ჩელსის" ჟოზე მოურინიო?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული