ფილ ნევილი ფეხბურთიდან წავიდა

AutoSharing Option
"ევერტონთან" კონტრაქტის დასრულების შემდეგ 36 წლის ფილ ნევილმა აქტიური პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

ვეტერანმა მიმდინარე წლის იანვარში აცნობა კლუბს, რომ "გუდისონ პარკზე" დარჩენას არ აპირებდა, მაგრამ მაშინ მას პენსიაზე მაშინ სიტყვაც კი არ დასცდენია.

"პრემიერლიგის დასრულების შემდეგ ლეგენდარული ფეხბურთელების წასვლის გამო ისტერია იყო ატეხილი. ძალიან არ მინდოდა, ამ პროცესის მონაწილე გავმხდარიყავი. ველაპარაკე რობი ფაულერს, ვისაც ოფიციალური განცხადება ფეხბურთიდან წასვლაზე არასოდეს გაუკეთებია და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის მერე მივიღე. განცხადების გაკეთება მშვიდ გარემოში მსურდა.

ჯერ კიდევ მაშინ, როცა "ევერტონიდან" წასვლა
დავადასტურე, ხალხი მოდიოდა ჩემთან და კომპლიმენტებს მეუბნებოდა. დამატებით ყურადღების მიპყრობა კი არ მსურდა. რას გავაკეთებ ამის შემდეგ? ვერ გეტყვით. ზუსტი პასუხი არ მაქვს. ორი გზაა - მედია და ისევ ფეხბურთი, მწვრთნელობა ან მენეჯერობა. შემოთავაზება ორივე სფეროს წარმომადგენლებისგან მაქვს. ჯერ დაფიქრება მჭირდება. ყველაზე მეტად 4 ივლისი დამაკლდება, დღე როცა "ევერტონში" შვებულება გვიმთავრდებოდა ხოლმე. ამ დღეს ვაღმერთებდი,
" - თქვა ფილ ნევილმა.

ასევე იხილეთ:
ფილ ნევილი "მანჩესტერ იუნაიტედში" ბრუნდება
მკითხველის კომენტარები / 1 /
დამწყებ ფეხბვურთელებს ვთხოვ, მიაქციონ ყურადღება: "ყველაზე მეტად 4 ივლისი დამაკლდება, დღე როცა "ევერტონში" შვებულება გვიმთავრდებოდა ხოლმე." დასკვნა თავად გამოიტანეთ.
dudu
00:25 10-06-2013
0

სიახლეები პოპულარული