აღსანიშნავია, რომ "არისტოკრატებს" 22 წლის გარემარბის გადაბირება შარშანაც სურდათ, მაგრამ მაშინ "ლევერკუზენმა" არ გაუშვა. 13 ივნისსვე გაირკვა, რომ "ლევერკუზენში" მას ჰეონ-მინ სონი შეცვლის.
ამრიგად, ანდრე შიურლე "ჩელსის" პირველი ახალწვეულია მას მერე, რაც ლონდონურ კლუბში ჟოზე მოურინიოს დაბრუნება გადაწყდა. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდა გერმანელი ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი სწორედ ჟოზემ აუნთო. შიურლე "ჩელსისთან" ხუთწლიან
გაირკვა ისიც, რომ ლონდონელები და ლევერკუზენელები შიურლეს სანაცვლოდ 23 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. სხვათა შორის, კონტრაქტის მიხედვით, ამ თანხის 30 პროცენტი ანდრეს ყოფილ კლუბს, "მაინცს" ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ "ლევერკუზენს" დაახლოებით 19 მილიონი დარჩება.
როგორც კი შიურლეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, მაშინვე გაირკვა, რომ "ლევერკუზენი" "ჰამბურგის" სამხრეთკორეელ შემტევ ჰეონ-მინ სონს ყიდულობს.
სონი "ლევერკუზენში"!
20 წლის ნიჭიერი შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრფორვარდობაც შეუძლია, "ბაიერთან" ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
"სონის სახით ისეთ ფეხბურთელს ვყიდულობთ, რომელსაც მიუხედავად ძალიან ახალგაზრდული ასაკისა, თავისი შესაძლებლობები უკვე დამტკიცებული აქვს და რომელიც ჩვენს გუნდს იდეალურად მოერგება. მიხარია, რომ სონმა ჩვენს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება," - უთხრა "კიკერს" "ლევერკუზენის" გენერალურმა მენეჯერმა ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერმა.
აქვე გეტყვით, რომ დიდი შანსია, "ლევერკუზენი" მარცხენა მცველმა მიხალ კადლეცმა დატოვოს. სებასტიან ბიონიშის ტრანსფერის შემდეგ კადლეცის ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსები ისედაც შემცირდა და ახლა "ფარმაცევტებმა" ბერძენი მარცხენა მცველი კოსტას სტაფილიდისიც გადაიბირეს. "კიკერის" ინფორმაციით, კადლეცით "გალათასარაია" დაინტერესებული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიოს "მეორედ მოსვლა" ლონდონის "ჩელსიში"