სტივენ ჯერარდი: კარგია, რომ "ლივერპულში" მეკარეთა კონკურენცია იქნება

AutoSharing Option
"ლივერპულის" კაპიტანი სტივ ჯერარდი კმაყოფილია აქტიური სატრანსფერო კამპანიით.

33 წლის ვარსკვლავი დარწმუნებულია, რომ მკაცრი კონკურენცია გუნდის პროგრესს მხოლოდ ხელს შეუწყობს. ყველაზე სერიოზული ბრძოლა კარის ხაზზე იქნება, რადგან პეპე რეინას გარდა "წითლებს" უკვე სიმონ მინიოლეც ჰყავთ.

არაერთხელ დაწერილა და ჩვენ მხოლოდ გავიმეორებთ, რომ ერთიცა და მეორეც 2012/13 წლების პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეთა შორის იყვნენ. აი, რას ამბობს გუნდის ლიდერი:

"მომავალ წელს "ლივერპულში" მეკარეებს შორის სერიოზული ბრძოლის მომსწრენი გავხდებით. ვინ უნდა იყოს პირველი ნომერი, ამას მხოლოდ ბრენდან როჯერსი გადაწყვეტს.

პეპე რჩება და თავის ადგილს
ასე იოლად არ დათმობს. მით უფრო, რომ მას არაერთხელ უჩვენებია თავისი მაღალი კლასი. ჩემი აზრით, როცა ის ფორმის პიკშია, მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა ხუთეულში შეყვანას მაინც იმსახურებს. სიმონმა კი "სანდერლენდში" ფანტასტიკური სეზონი ჩაატარა და დაამტკიცა, რომ ნებისმიერი კოლეგასთან შეუძლია ბრძოლა.

სიმართლე გითხრათ, დანარჩენ ახალწვეულებზე ამომწურავ ინფორმაციებს არ ვფლობ, მაგრამ ბრენდან როჯერსსა და კლუბში მომუშავე სკაუტების პროფესიონალიზმს ვენდობი. ისინი თავაუღებლად შრომობენ შემადგენლობის გასაძლიერებლად. მოუთმენლად ველოდები საწვრთნელი პროცესის განახლებას, რათა ახალი თანაგუნდელები საქმეში გავიცნო და პირადად დავრწმუნდე,

შეუძლიათ თუ არა მათ "ლივერპულის" გაძლიერება იმდენად, რომ ჩემპიონატში ოთხეულში ადგილის დაბრუნებაში დაგვეხმარონ"
, - განაცხადა გუნდის კაპიტანმა

ასევე იხილეთ:
სასურველი ესპანელი "ენფილდზე" - გავიცნოთ "ლივერპულის" ახალწვეული ლუის ალბერტო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული