რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე-მწვრთნელია

AutoSharing Option
39 წლის რაიან გიგზი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. ეს პოსტი მას "ეშმაკების" ახალმა თავკაცმა დევიდ მოიესმა შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ უელსელმა ერთი წლით გაახანგრძლივა "იუნაიტედთან" კონტრაქტი, ახლახან კი უეფას პრო-ლიცენზიის სამწვრთნელო კურსებზე ჩააბარა.

"მოხარული ვარ, რომ რაიანმა მიიღო ჩემი წინადადება. ის, რომ ამდენი ხანი "იუნაიტედის" ათასგვარ ცვლილებას გაუძლო, გიგზს დიდ უპირატესობას აძლევს. მას შეუძლია მოვლენების შეფასება, რაც აუცილებლად დამეხმარება. ფეხბურთელებიც მოიგებენ ამ დანიშვნით", - განაცხადა შოტლანდიელმა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ:
"მანჩესტერ იუნაიტედი": დევიდ მოიესის პრიორიტეტები
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული