ნიკოლა ანელკას მე-6 ინგლისური გუნდი

AutoSharing Option
34 წლის ნიკოლა ანელკამ "ვესტ ბრომვიჩთან" ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ვეტერანი ფრანგი სტივ კლარკის გუნდში რომელუ ლუკაკუს შემცვლელად შეიძინეს. მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" 20 წლის ბელგიელის კიდევ ერთ იჯარაზე უარი თქვა.

"ვესტ ბრომვიჩი" საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელისთვის მე-6 ინგლისური კლუბია კარიერაში. აქამდე მას უასპარეზია "არსენალში" (1997/99), "ლივერპულში" (2001/02), "მანჩესტერ სიტიში" (2002/05), "ბოლტონსა" (2006/08) და "ჩელსიში" (2008/12).

"წინა წელს ჩემს გუნდს თავდასხმაში დრო და დრო ძალა არ ჰყოფნიდა. შევეცდებით, პრობლემა წელს გამოვასწოროთ. რაც მეტ მაღალი კლასის ფეხბურთელს შევიძენთ, მით უკეთესი. ანელკას კლასში კი ეჭვი
ალბათ არავის ეპარება,
" – აცხადებს სტივ კლარკი.

ასევე იხილეთ:
"იუვენტუსის" ახალი ათიანი - ვინ დარჩება თამაშგარეში კარლოს ტევესის გამო?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული