წინააღმდეგ შემთხვევაში მას უცხოელების რიცხვის შემცირება დაევალება. 2011/12 წლების სეზონის დასრულებისას "სუონსიში" ეს პრობლემა არავის აწუხებდა, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა.
"ლიბერთი სტედიუმიდან" რამდენიმე ბრიტანელი წავიდა. მაგალითად, ჯო ალენი (ლივერპული), სკოტ სინკლერი (მანჩესტერ სიტი), მარკ გაუერი (ჩარლტონი) და კაილ ბარტლი (ბირმინგემი). ეჭვქვეშ დგას ლუკ მურისა და ლეროი ლიტას დარჩენის საკითხიც. სამაგიეროდ ამ ზაფხულს "გედების" განაცხადში გამოჩნდნენ ალეხანდრო პოსუელო (ესპანეთი,
ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ მიკაელ ლაუდრუპი გუნდში კვალიფიციური ადგილობრივი მოთამაშეების მიწვევაზეც ზრუნავს. აი, რას ამბობს პრეზიდენტი ჰიუ ჯენკინსი:
"უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი შემადგენლობა შეესაბამება იმ ამბიციებს, რისთვისაც მოგვიწევს ბრძოლა. ამისთვის კი კონკრეტული რაოდენობის ადგილობრივი მოთამაშეები გვჭირდება. კანონი ამას ჩვენგან იმპერატიულად ითხოვს. ანალოგიური წესი მოქმედებს ევროპალიგაზეც". როგორც ჩანს, ჯონჯო შელვის შეძენა პირველი ნაბიჯია ამ გზაზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"