"არსენალი" უკან არ იხევს: 35 მილიონი ფუნტი ლუის სუარესში

AutoSharing Option
"ინდეპენდენტის" ცნობით, "არსენალი" მზად არის, "ლივერპულს" ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით გაუმჯობესებული წინადადებით მიმართოს.

ერთი კვირის წინ "მეთოფეები" მზად იყვნენ, 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი გადაეხადათ, ახლა კი 5 მილიონით მეტს ჩამოდიან.

ჩრდილოლონდონელებს "რეალთან" გონსალო იგუაინის ტრანსფერის საქმეზე ხელი მოეცარათ და ახლა აქცენტს სწორედ სუარესზე აკეთებენ. არსენ ვენგერი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არის. ფრანგმა ჯერ კიდევ იანვარში დაიქადნა, უმაღლესი კლასის ფეხბურთელების შეძენაზე ვიზრუნებთო, მაგრამ ამ მიზნით გამოყოფილი 70 მილიონი ფუნტიდან ჯერ არაფერი დახარჯულა.

გასულ კვირას ლუის სუარესმა კიდევ ერთხელ
განაცხადა, რომ პროფესიულ ასპარეზზე წინსვლისთვის მას ჩემპიონთა ლიგაში თამაში სჭირდება. ამის შანსს კი მას სწორედ "არსენალი" სთავაზობს.

"თუკი ისეთ წინადადებას მივიღებ, რომელიც ჩემს კარიერულ წინსვლას ხელს შეუწყობს, რასაკვირველია, მას აუცილებლად განვიხილავ. ვიცი, რომ ჩემით რამდენიმე ძალიან ძლიერი კლუბია დაინტერესებული, თუმცა დეტალებზე ჩემი აგენტი მუშაობს. ერთადერთი, რაც ყოველთვის მაინტერესებდა, ეს პროგრესი იყო.

სწორედ ამიტომ იყო, რომ "აიაქსიდან" "ლივერპულში" გადავედი, მაგრამ ჩემი კლუბი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად უნდა იბრძოდეს. როცა ამას ვერ ახერხებს, ამბიციური ფეხბურთელისთვის ეს სერიოზული დემოტივატორია. ცხადია, გამონაკლისი არც მე ვარ. რთულია მხოლოდ პრემიერლიგის მატჩებისთვის განწყობა, როცა იცი, რომ მისი მოგების შანსი თითქმის არ გაქვს,"
- განაცხადა ფეხბურთელმა.

მიუხედავად ლუისის მონდომებისა, "არსენალს" მისი ყიდვა მაინც ძალიან გაუჭირდება, რადგან "ლივერპული" ფეხბურთელს 40 მილიონ ფუნტად აფასებს. როგორც "ენფილდზე" აცხადებენ, ეს ის თანხაა, რომლის შეთავაზების შემდეგ ისინი დაფიქრდებიან სუარესის შესაძლო გაშვებაზე.

ამ თემაზე კომენტარი გააკეთა "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმაც: "თქვენ გინდათ, რომ მასშტაბურ სატრანსფერო გეგმებზე გელაპარაკოთ, მაგრამ მე არ შემიძლია ამის გაკეთება. ამ მხრივ ნამდვილად ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ახალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერების გზებს ვეძებთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუის სუარესი: მზად ვარ სხვა კლუბების წინადადებები განვიხილო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული