"ლივერპულ ექოს" ცნობით, გეგმის თანახმად, ფეხბურთელი მელბურნში ადგილობრივი დროით გამთენიისას ჩავიდა და უმალვე დაუკავშირდა კლუბის ხელმძღვანელობას. ავსტრალიაში ის გუნდის შეკრებას შეუერთდა. "ლივერპულის" სრული დელეგაცია "მწვანე კონტინენტს" მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ესტუმრა. ასე რომ, შეთქმულების თეორეტიკოსთა ვერსია, რომ 26 წლის ურუგვაელი განგებ დაიგვიანებდა, რათა საკუთარი ტრანსფერი კიდევ უფრო დაეჩქარებინა, არ გამართლდა.
ფეხბურთელი, მისი აგენტი და "ლივერპულის" წარმომადგენლები ოფიციალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, თუ რა პრეტენზიები აქვთ მხარეებს და
"მოუთმენლად ველოდები მასთან პირისპირ შეხვედრას. ყოველთვის მისი ერთგული მხარდამჭერი ვიყავი და ამ მხრივ არც არაფერი შეცვლილა. მესმის ის სიტუაცია, რომელშიც სამხრეთამერიკელი იმყოფება, მაგრამ ჩვენ მასთან კონტრაქტი გვაკავშირებს, რომლის თანახმადაც, ლუისი ყოველი თვის ბოლო საბანკო ანგარიშზე სოლიდურ თანხას იღებს. ამიტომ ის ვალდებული იყო, ავსტრალიაში ჩამოსულიყო," - ბრძანა ბრენდან როჯერსმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მადრიდის "რეალი" "ლივერპულს" ლუის სუარესის სანაცვლოდ გონსალო იგუაინს სთავაზობს