ჟოზე მოურინიო მასიმო მორატის: სამი წლის მერე შევხვდებით

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში მასიმო მორატი ჟურნალისტებთან იშვიათად ჩნდება - ალბათ იმიტომ, სალაპარაკო ბევრი არაფერი აქვს... მისი "ინტერი" სატრანსფერო ბაზარზე პასიურობს და ეს იმ ფონზე, როდესაც სხვა იტალიური გრანდები ძლიერდებიან.

მორატიმ სატრანსფერო თემას "ლა სტამპასთან" საუბრის დროსაც აარიდა თავი, სამაგიეროდ, ერთი მეტად საინტერესო განცხადება გააკეთა:

"რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიოს ვესაუბრე და "ჩელსიში" წარმატებები ვუსურვე. დარწმუნებული ვარ, პორტუგალიელი ლონდონში ბევრ ტროფეის მოიგებს. რა მიპასუხა? - დამპირდა, რომ სამ წელიწადში ჩვენი გზები ისევ გა
დაიკვეთება".

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო "ინტერს" 2008-10 წლებში ედგა სათავეში და ამ პერიოდში გუნდს ყველაფერი მოაგებინა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული