სტივენ ჯერარდი: კლუბის ტრანსფერებით მოხარული ვარ

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა გუნდის ახალწვეულებზე ისაუბრა.

"ინდონეზიასთან მატჩი სასარგებლო იყო გუნდის ახალწვეულებისთვის. მიზანი არ იყო გამარჯვე
ბა; უბრალოდ, გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ სათანადო ფიზიკურ ფორმაში ვიმყოფებით.

კლუბის ტრანსფერებით მოხარული ვარ. იაგო ასპასი და ლუის ალბერტო ტექნიკურები არიან, ხოლო კოლო ტურე ის ადამიანია, რომელიც ჩვენს დაცვის ხაზს სჭირდებოდა.

ბევრი პანიკას მიეცა, როცა კარაგერმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა, მაგრამ ტურე ღირსეულად შეცვლის მას. ჩვენმა მეკარე მინიოლემ კი ყველაფერი სწორად გააკეთა და გოლი არ გაუშვია.

რაც შემეხება მე, კარგი იყო, რომ 45 წუთი ვითამაშე. იმედია,
ავსტრალიასთან შეხვედრაში უფრო მეტი დრო მექნება, თუმცა ეს მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია",
- თქვა ჯერარდმა.

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული