არსენ ვენგერის მორიგი აღმოჩენა: 16 წლის გერმანელი გედიონ ზელალემი

AutoSharing Option
არსენ ვენგერმა მსოფლიოს რამდენიმე ექსტრაკლასის ფეხბურთელი აჩუქა. ამაში დასარწმუნებლად თუნდაც ნიკოლა ანელკასა და სესკ ფაბრეგასის დასახელება კმარა.

ფრანგმა სპეციალისტმა მათში თვითნაბადი ტალანტი ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეამჩნია და თავისთან წაიყვანა. 22 ივლისს "ნაგოია გრამპუს ეითსთან" 3:1-ზე მოგებული თამაშის შემდეგ ინგლისური პრესა ხმამაღლა პირველად ალაპარაკდა, რომ "მეთოფეთა" ბანაკში ახალი ფაბრეგასი, გედიონ ზელალემი გამოჩნდა.

ეთიოპიური ფესვების მქონე "ახალი სესკი" ბავშვობიდან აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც მოხვდა კიდეც "მეთოფეთა" სკაუტების მიერ გადაგდებულ ბადეში. ის 16 წლის იანვარში გახდა და ძირითად გუნდში თამაშის უფლება მხოლოდ მას
მერე მიიღო, თუმცა დებიუტის ბედნიერება აქამდე არ ჰქონია. გედიონი გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს. მართალია, ის ჩრდილოლონდონელთა 18-წლამდელებში ირიცხება, მაგრამ ასაკის მიუხედავად, 21-წლამდელთა შორის 10-ზე მეტი შეხვედრა აქვს ნათამაშები.

თინეიჯერმა გერმანელმა იმდენად შთამბეჭდავად ითამაშა ინდონეზიისა და ვიეტნამის ნაკრებების წინააღმდეგ, რომ ვენგერმა მას თავის გამოჩენის კიდევ ერთი შანსი მისცა - ამჯერად იაპონური კლუბის წინააღმდეგ.

ზელალემი ცენტრალური ნახევარმცველია და როგორც ამბობენ, თამაშის სტილით ლეგენდარულ მიკაელ ლაუდრუპს ჰგავს. სპეციალისტები მასში ასაკისთვის შეუფერებლად მშვიდ თამაშსა და მინდვრის უზადო ხედვას გამოყოფენ. უკანასკნელ შეხვედრაში მან თეო უოლკოტს არაჩვეულებრივი პასით გაატანინა მესამე ბურთი. მოსალოდნელია თუ არა, რომ ვენგერი ზელალემს ძირითადი გუნდის განაცხადშიც შეიყვანს? თუკი ფრანგის მუშაობის სტილს გავითვალისწინებთ, მაშინ გამორიცხული არაფერია. ახალგაზრდებზე გუნდის აწყობა მას არასოდეს აშინებდა.

"ბალანსი, მინდვრის ხედვა და იდეები - 16 წლის ფეხბურთელში მსგავსი დოზით ამ თვისებების ერთად თავმოყრა უიშვიათესია. გედიონს უდიდესი მომავალი აქვს", - განაცხადა მისმა ბავშვობის მწვრთნელმა მეტ პილკინგტონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"არსენალი" უკან არ იხევს: 35 მილიონი ფუნტი ლუის სუარესში
მკითხველის კომენტარები / 1 /
გუნდში თუ არ არიან უმრავკლესობა ძველები და გამოცდილები, მარტო ახალგაზრდების ხარჯზე წარმატებებს ვერ მიაღწევ! - მანჩესტერი მაგიტომ იყო ძლიერი რომ ძველებს, ძირითადი ბირთვს ინარჩუნებდა და ახალგაზრდებითაც ავსებდა! - ეს ვენგერი კიდევ ვიღაცეებს ფეხბურთელებათ აქცევს, ააწყობს გუნდს და მერე გაექცევიან ის ძველები და გამოცდილები! და სულ ახლების და გამოუცდელების იმედზეღა რჩება! - ერთხელ ვერ მოახერხა რომ ძველი კარგი გამოცდილი ბირთვიც შეინარჩუნოს და ახლებითაც შეავსოს გუნდი!
- ის იდიოტი ვან პერსიც ესე მოიქცა - ფეხბურთელად რომ აქცია, მაშინ გაიქცა არსენალიდან!
brola
12:40 24-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული