ფეხბურთელს ისღა დარჩენია, "იადონების" ბაზაზე გამოცხადდეს და სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ ახალ კლუბთან კონტრაქტზე მოაწეროს ხელი.
აღსანიშნავია, რომ კრის ჰიუტონს ფეხბურთელის შეძენა იანვარშიც სურდა, მაგრამ მაშინ კლუბები ფინანსურ მხარეზე ვერ მორიგდნენ. ამჯერად კი შოტლანდიის ჩემპიონი იძულებული გახდა, ფეხბურთელის ნებას დაჰყოლოდა, ვინც "სელტიკთან" კონტრაქტის გაგრძელება იუარა, მოქმედის ვადის გასვლამდე კი 11 თვე იყო დარჩენილი.
ორიოდე დღის წინ ჰუპერის შეძენის უმთავრეს პრეტენდენტად "ქუინზ პარკი" მიიჩნეოდა, თუმცა მოულოდნელად
"ნორვიჩმა" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენა. "კეროუ როუდზე" სათამაშოდ, ჰუპერის გარდა, კიდევ ერთი ძლიერი თავდამსხმელი - რიკი ვან ვოლფსვინკელი მივიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
პრემიერლიგა. ტრანსფერები: დიდი ცვლილებების ზღვარზე