ჟოზე მოურინიოს ფერისცვალება

AutoSharing Option
ჟოზე მოურინიო ინგლისს პირველად 2004 წლის ზაფხულზე ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორის რანგში ეწვია სამუშაოდ. ახალგაზრდა პორტუგალიელმა ძალიან მალე საკუთარ თავს "განსაკუთრებული კაცი" უწოდა და ეს სახელი დღემდე შემორჩა.

ამბიციურმა სპეციალისტმა "ჩელსის" ლამის ყველა კონკურენტის მთავარ მწვრთნელთან მოასწრო ურთიერთობის გაფუჭება. მათ შორის ალექს ფერგიუსონთან (ნაკლებად), რაფა ბენიტესსა და არსენ ვენგერთან. ლონდონში დაბრუნების შემდეგ კი ის სულ სხვა ტალღაზეა მომართული. როგორც ჩანს, მას აღარ იტაცებს "სიტყვიერი ომი" ძველ მეტოქეებთან, მით უფრო, რომ პრემიერლიგაში ძველ კონკურენტთაგან მხოლოდ ვენგერიღა შემორჩა. აი, რა განაცხადა ჟოზემ "დეილი
მეილთან" ინტერვიუში:

- ვენგერი კარგი ადამიანია. ინგლისიდან წასვლის შემდეგ მას რამდენჯერმე შევხვდი უეფაში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე და ერთადაც ვისადილეთ. როდესაც ადამიანთან ერთ ლიგაში არ მუშაობ და მას მეტოქედ არ აღიქვამ, მაშინ უფრო იოლია მისი გაცნობა.

შეხვედრისას შესანიშნავი ატმოსფერო იყო და მასთან ფეხბურთზე საუბრით უზარმაზარი სიამოვნება მივიღე. აღმოჩნდა, რომ ის გულღია და დიდი შინაგანი კულტურის პიროვნება ყოფილა. მას უდიდეს პატივს ვცემ და ყოველთვის შევეცდები, ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო.

ეს ფეხბურთია. მაშინაც კი, როდესაც ადამიანთან მეგობრობ და მას პატივს სცემ, შესაძლოა, ისეთი რაღაცების ლაპარაკი მოგიხდეს, რაც მას არ ესიამოვნება. ამას კამათი მოსდევს. საბოლოო ჯამში ჩვენს ურთიერთდამოკიდებულებას ეს არ ცვლის. აშკარად ვგრძნობ, რომ ისიც მცემს პატივს. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ შორის პრობლემა აღარ არსებობს.

ვენგერმა ბევრი რამ უნდა მასწავლოს, რადგან მეც ძალიან მინდა, 17 წელი ინგლისში გავატარო. ჩვენი ბოლო საუბრისას მას სწორედ ეს ვუთხარი
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: ფერნანდო ტორესს ძირითადში ადგილისთვის ბრძოლა მოუწევს
მკითხველის კომენტარები / 3 /
. აღმოჩნდა, რომ ის გულღია და დიდი შინაგანი კულტურის პიროვნება ყოფილა. ვენგერმა ბევრი რამ უნდა მასწავლოს, რადგან მეც ძალიან მინდა, 17 წელი ინგლისში გავატარო. ჩვენი ბოლო საუბრისას მას სწორედ ეს ვუთხარი.------------------------------ის კია კულტურული,მაგრამ შენ რა გეშველება,17 წელს შენ ვინ გაგიძლებს,3წელში ინგლისში ყველა მოიმდურა,იტალიაში 2წელში და მადრიდში მესამე წელს მოედანზე გამოსვლის ეშინოდა მაყურებლები სტვენით იკლებდნენ.ბოლო თამაშზე რონალდო ეხვეწა და ვერ გაიყვანა,თამაში რო დაიწყო ჩუმად შეიპარა,მაგრამ მაყურებელმა დაინახა და ისევ სტვენა ატეხეს.და ეს კაცი თავის თავს ერთადერთს და განსაკუთრებულს უწოდებს.
giorgi
01:04 30-07-2013
0
გიორგის-რატომ ამბობ ტკვილს.რონალდო მაურინიოს კი არა პეპეს ეხვეტსა.90 პროტსენტს რეალის ფანებისა მაურინიოს გუნდ
















reali
12:01 30-07-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული