ახალი სატრანსფერო თემა: ედინ ჯეკო და "ტოტენჰემი"

AutoSharing Option
სწორედ ამ დღეებში ვწერდით, რომ "მანჩესტერ სიტის" თავკაცი მანუელ პელეგრინი ედინ ჯეკოს გაყიდვას არ აპირებს, რადგან მასზე დიდ იმედებს ამყარებს. მიუხედავად ამისა, ინგლისური პრესა არ ცხრება.

ორშაბათს "ინდეპენდენტმა" ბოსნიელის სავარაუდო ტრანსფერზე მოზრდილი სტატია შემოგვთავაზა. ჯეკო "სიტისთან" დაკავშირებული ერთადერთი აქტუალური თემა არ არის. კლუბის ვებგვერდმა სტუმრებს მოარული ხმების გარკვეულად შეჯამება შესთავაზა.

"ბარკლაის აზიის თასზე" წარმატებული თამაშისთვის ედინ ჯეკომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დაიმსახურა და, როგორც ჩანს, ამით მეორე მონაწილის ყურადღება მიიქცია. "ინდეპენდენტის" ცნობით, იმ შემთხვევაში, თუკი "ვალენსიასთან" რობერტო სოლდადოზე შეთანხმება ვერ
მოხერხდება, "დეზები" ჯეკოს შეძენას შეეცდებიან. ჟურნალისტი ჯეკ დე მენეზესი წერს:

"თანხა, რასაც "ტოტენჰემი" სოლდადოში იხდის, ესპანელთა მიერ მოთხოვნილზე 3.3 მილიონით ნაკლებია. "ვალენსიას" კი არ სურს გუნდის ლიდერის ნაკლებად გაყიდვა. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ჩრდილოლონდონელები "უაით ჰართ ლეინზე" ჯეკოს გადაბირებას შეეცდებიან, რადგან გუნდში ჩამოყალიბებულ ახალ იერარქიაში ბოსნიელის ღირებულება ახალწვეულების, სტევან იოვეტიჩისა და ალვარო ნეგრედოს პოზიციებს ჩამოუვარდება".

ნასტასიჩის შემცვლელს არ იყიდიან
ახლა კი "სიტის" შესახებ სხვა თემებზე გადავიდეთ. მაგალითად, ვნახოთ, რა იწერება მატია ნასტასიჩის ტრავმაზე. "გარდიანი" ვარაუდობს, რომ სერბი უკანახაზელის შემცვლელად პელეგრინი ჯოლეონ ლესკოტსა და მიკა რიჩარდსს გამოიყენებს. "სანდერლენდთან" მატჩში მატია ნასტასიჩის ტრავმის შემდეგაც კი "სიტის" მთავარმა მწვრთნელმა უარყო ინფორმაცია, რომ მას სერბის შემცვლელის ყიდვა აქვს განზრახული. იოლია დაასკვნა, რომ მას ახალი ფეხბურთელი არ სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ "სიტის" უკანა ხაზი პრემიერლიგაში ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია.

"ახალი ფეხბურთელის ყიდვა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ცალკეულ გარემოებებზე. დიახ, მე ვამბობდი, რომ პრემიერლიგის დაწყებამდე შესაძლებელი იყო გუნდის შემადგენლობა კიდევ შეცვლილიყო, მაგრამ არც საწინააღმდეგო გამომირიცხავს. ამ ეტაპზე საკადრო პრობლემები არ გვაწუხებს. ამჟამინდელი შემადგენლობით ძალიან კმაყოფილი ვარ," - განაცხადა პელეგრინიმ.

ჯოლეონ ლესკოტსა და მიკა რიჩარდსს აქვთ პრეტენზია, რომ თუკი ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს, როი ჰოჯსონის გუნდის საბოლოო განაცხადში მოხვდნენ. ამიტომ ისინი მხოლოდ მოხარულები იქნებიან, თუკი ძირითადში თამაშის შანსი მიეცემათ იქამდე, ვიდრე ნასტასიჩი მკურნალობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მანუელ პელეგრინის პირველი ტიტული
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამოთაყვანებული ვენგერი ჯერ კიდევ ზამთარში აპირებდა ჯეკოს გადაყვანას და ეხლა ხმას არ იღებს! - მაგაზე უკეთეს ვის მიიყვანდა არსენალში - ინგლისს, პრემიერლიგას მიჩვეულია და გოლებიც მშვენივრად გააქვს! - გადაეკიდა იმ სუარესს!
brola
15:04 31-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული