ხუან მატა: ჩემთვის ჟოზე მოურინიო დამატებითი მოტივაციაა

AutoSharing Option
კონფედერაციის თასზე ასპარეზობის გამო ხუან მატა "ჩელსის" საწვრთნელ შეკრებას სულ რაღაც ათი დღის წინ შეუერთდა (ისევე როგორც სესარ ასპილიკუეტა და ფერნანდო ტორესი).

ლონდონელები მალევე გაემგზავრნენ აშშ-ში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე სათამაშოდ, სადაც ისინი აღნიშნული ტურნირის ფინალში ხვალ მადრიდის "რეალს" უნდა დაუპირისპირდნენ. 25 წლის ესპანელი კმაყოფილია სამუშაო პროცესით და აცხადებს, რომ გუნდი მზად არის ახალი სეზონის დასაწყებად. ამასთან, მიიჩნევს, რომ მჭიდრო სათამაშო გრაფიკი და ინტენსიური ვარჯიშები მაქსიმალურად სწრაფად მოიტანს შედეგს. აი, რა უთხრა მან "ჩელსის" საიტს:

- თამაში ჰაერივით მჭირდებოდა და "მილანთან"
შეცვლაზე შესვლა აშკარად წამადგა. კონფედერაციათა თასზე მოთამაშე ფეხბურთელებს ახლა სწორედ პრაქტიკა გვაკლია, რათა თანაგუნდელებს დავეწიოთ. ყველა მწვრთნელს მუშაობის თავისი მანერა აქვს, მათ შორის მოურინიოს. მისი ვარჯიშები ძალიან რთულია, თუმცა მოედანზე ეს აუცილებლად გამოგვადგება.

შარშან მე, ოსკარი და აზარი ერთმანეთს თვალდახუჭულები ვუგებდით. წელს გუნდს რამდენიმე ახალწვეული ჰყავს. დე ბრუინთან და შიურლესთან ერთად რაც შეიძლება ბევრი უნდა ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ენას მათთანაც აუცილებლად გამოვნახავთ. მოურინიოს ფაქტორის გამო ახალ სეზონს მთელი გუნდი მოუთმენლად ელის. "ჩელსისთვის" ეს ძალიან კარგია, რადგან ყველა მოთამაშეს მხოლოდ ერთი რამ აქვს გონებაში, რაც შეიძლება მეტად წაადგეს გუნდს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიჭი და თავისუფლება ჟოზე მოურინიოს სამყაროში
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული