
"დადგება მომენტი, როცა ლუისი მიხვდება, რომ მის გაყიდვას არ ვაპირებთ.
ჩვენ მშვიდად ვართ. კლუბი სიტუაციას აკონტროლებს. არ გვინდა სუარესის წასვლა და ამის შესახებ უკვე ყველას მივახვედრეთ", - თქვა როჯერსმა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში ლონდონის "არსენალმა" "ლივერპულს" სუარესის ტრანსფერზე ორი წინადადებით მიმართა.
თავიდან ლონდონელები ფეხბურთელში 30 მილიონ ფუნტს იხდიდნენ, ხოლო მეორედ 40 მილიონს, მაგრამ მერსისაიდელებს არ სურთ გუნდის ერთ-ერთი ლიდერის გაშვება.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით