ედინსონ კავანი: ბრენდან როჯერსმა, სანამ რამეს იტყვის, ჯერ სიტყვების მნიშვნელობა გაიგოს

AutoSharing Option
ურუგვაის ნაკრებისა და პსჟ-ის ფორვარდმა ედინსონ კავანიმ "ლივერპულის" ხელმძღვანელობა ლუის სუარესისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, სუარესმა განაცხადა, რომ "ლივერპული" დაპირდა მას, რომ თუ გუნდი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებდა, წასვლის ნებას დართავდნენ.

ხოლო "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ამ განცხადების გამო სუარესი კლუბის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა.

"ბრენდან როჯერსს შეუძლია ერთგულებასა და უპატივცემულობაზე ისაუბროს, მაგრამ ჯერ ამ სიტყვების მნიშვნელობა ლექსიკონში ნახოს.

გასულ წელს სუარესს ჰქონდა შესაძლებლობა დიდ კლუბში გადასულიყო, მაგალითად ტურინის "იუვენტუსში", რომელმაც იტალიის ჩემპიონატი მოიგო. ამის მაგივრად
მან გადაწყვიტა "ლივერპულში" დარჩენილიყო და ებრძოლა კლუბისთვის - აი ეს არის ერთგულება.

მე ვიცოდი ლუისისა და კლუბს შორის შეთანხმებაზე და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ "ლივერპული" ჩემპიონთა ლიგაში ვერ გავიდოდა, მას წასვლის ნებას დართავდნენ",
- თქვა კავანიმ.

მომზადებულია Irish Mirror-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა პირობა აღნიშნულია კონტრაქტში და არა მგონია გუნდი იმდენად სულელურად მოიქცეს რომ მას ფეხბურთელმა სასამართლოში უჩივლოს. თუ ვინმემ უთხრა "კაცურად" ეს იქ არ მოსულა(ეს მხოლოდ საქართველოში ხდება,და ამის დიდი ამბებიც მოყვება ხოლმე)კონტრაქტის შესრულება სავალდებულოა და არ შესრულებაზე ფეხბურთელმა შეიძლება დიდი ჯარიმები აიკიდოს. როგორც ვიცი ის უკვე სათადარიგოებში გადაიყვანეს სავარჯიშოდ და ბოდიშის მოხდამდე მოედანზეც კი არ შეუშვებენ.
giorgi
11:02 12-08-2013
0
ხოდა ჩვენთან ველოდებით, ერთგულები გვჭირდება !!!!!!!!!!
juventino
22:19 11-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული