"იუნაიტედი" - 29%.
მიუხედავად სერ ალექს ფერგიუსონის წასვლისა, "ეშმაკების" პოტენციალზე ეს არ უნდა აისახოს, რადგან გუნდს ნაკლებად ავტორიტეტული, თუმცა არანაკლებ სტაბილური სპეციალისტი ჩაუდგა სათავეში. თუკი მოქმედი ჩემპიონები წამყვან ფეხბურთელთა ტრავმებს თავიდან აიცილებენ, შესაძლოა, ამ დასკვნას ჩვენც დავეთანხმოთ. თუ აიცილებენ ერთია და რას ნიშნავს ლიდერთა ლაზარეთში ყოფნა, 2011/12 წლების "იუნაიტედის" მაგალითზე უკეთესის გახსენება საჭირო არც არის.
"არსენალი" -
ჩვენი აზრით, დამატებითი არგუმენტია ჯეკ უილშირი, ფეხბურთელი, ვისაც წელს ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეუძლია ასპარეზობა, ვიდრე ეს შარშან გამოჩნდა. ბოლოს და ბოლოს, მან უნდა გადალახოს ფსიქოლოგიური ბარიერი და პოტენციალი სრულად წარმოაჩინოს.
"ჩელსი" - 20%. გუნდში ჟოზე მოურინიო დაბრუნდა და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა ანალიტიკოსთა აზრით, ჩემპიონატის მოსაგებად ეს საკმარისი არ იქნება. პორტუგალიელს ამისთვის მეტისმეტად ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს.
"მანჩესტერ სიტი" - 16%. "მანჩესტერ სიტიმ" შემადგენლობა კიდევ ერთხელ გადაახალისა საფუძვლიანად. მართალია, მანუელ პელეგრინი ძლიერი მწვრთნელია, მაგრამ ინგლისურ ფეხბურთში მას ჭიპი ჯერ კიდევ მოსაჭრელი აქვს. ძნელია, არ გაგახსენდეს ის თავდაჯერება, რომელიც 2008 წლის ზაფხულში "ჩელსის" ბანაკში იგრძნობოდა ლუიშ ფელიპე სკოლარის დანიშვნის შემდეგ. შემდეგს შეგახსენებთ, 2009 წლის 9 თებერვალს ის თანამდებობიდან დაითხოვეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ESPN: უეინ რუნი ლონდონის "ჩელსიში" გადადის