მოგეხსენებათ, სტარიჯმა მაისის ბოლოს ინგლისისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრაში ტრავმა მიიღო, რის გამოც მთელი მოსამზადებელი ეტაპი გაუცდა, თუმცა მას დიდი ხანი მაინც არ დასჭირვებია ფორმის აღსადგენად.
თამაშის შემდეგ ფეხბურთელმა კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში შეხვედრა შეაფასა:
"სასიამოვნოა, რომ მოგებით დავიწყეთ და რაც მთავარია, გამარჯვების მონაწილე მეც გახლდით. მინდა, მადლობა ვუთხრა მინიოლეს, ვისმა ნახტომმაც
სამი ქულა სწორედ მისი წყალობით მოვიპოვეთ. ასე რომ, გთხოვთ, ყველა ის ეპითეტი, რაც გემეტებათ, სიმონს მიუძღვენით. უკვე დავრწმუნდით, რომ კარის ხაზზე კვალიფიციური ფეხბურთელი დგას და მასზე მინდობა მშვიდად შეიძლება.
ის, თუ როგორ გააცნო მან საკუთარი თავი "ენფილდზე" შეკრებილ გულშემატკივარს, ადასტურებს, რომ ბელგიელი მაღალი დონის პროფესიონალია.
ამ ეტაპზე ჩემი ფიზიკური ფორმით კმაყოფილი ვარ. პირველ ტაიმში გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობდი, რამაც ხელი შემიშალა, მეთამაშა ისე, როგორც შემიძლია.
მიუხედავად უმნიშვნელო ტკივილისა, მაინც მიხარია, რომ მოედანზე გავედი. საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, თუმცა ამისთვის ყოველდღე ვმუშაობ.
ეს მხოლოდ დროის საკითხია. "ლივერპულში" რამდენიმე მიზანი მაქვს, თუმცა მათზე ბევრს არ ვფიქრობ და არც კონკრეტულ გეგმებზე ფიქრით ვიღლი თავს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"