ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი ოთხი თვე ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"არსენალის" უბედურებას ესღა აკლდა: არსენ ვენგერს დეკემბრის შუა რიცხვებამდე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ასტონ ვილასთან" შეხვედრის პირველ ტაიმში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო.

"მეთოფეთა" ლაზარეთი აქამდეც გადავსებული იყო. ალექსის გარდა, ტრავმირებულები არიან ბაკარი სანია, კირან გიბსი, ტომას ვერმალენი და მიკელ არტეტა.

ამას გარდა, მეორე ტურში "ფულჰემთან" დერბიში გუნდს ერთი შეხვედრით დისკვალიფიცირებული ლორან კოშელნიც არ ეყოლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული