ანდრე ვილაშ-ბოაში: გარეთ ბეილი "ტოტენჰემიდან" მალე წავა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა დაადასტურა, რომ გარეთ ბეილის ტრანსფერზე მიმდინარე მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება.

უელსელმა ბოლო ორი ვარჯიში გააცდინა, რის გამოც შესაძლოა დაჯარიმდეს კიდეც. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ მისი გუნდიდან წასვლა გარდაუვალია:

"ყველაფერი, შესაძლოა, მალე დასრულდეს, - უთხრა ვილაშ-ბოაშმა ჟურნალისტებს. - ეს მისთვის საოცნებო ტრანსფერია. შეიძლებოდა მოვლენები სხვანაირადაც განვითარებულიყო, მაგრამ რას ვიზამთ, "ტოტენჰემი" ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო გარიგების მონაწილე გახდება.

ამ მომენტისთვის კლუბები მოლაპარაკებას აწარმოებენ. შესაძლებელია, რომ პროცესი ბოლო დღემდე გაიწელოს ან ორ დღეში დასრულდეს.

რაც უნდა იყოს, არავინ ელის, რომ
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე დიდი ტრანსფერი იოლად გადაწყდება".


პორტუგალიელს ბეილის ქცევასა და მის შესაძლო დაჯარიმებაზეც ჰკითხეს:

"მსგავსი რაღაცები ხდება მაშინ, როდესაც ფეხბურთელი გუნდიდან წასვლას აპირებს. ჩვენ მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებთ, მაგრამ ის, რომ ვარჯიშზე არ მოვიდა, რა თქმა უნდა, კორექტული საქციელი არ იყო.

ფეხბურთელებს ორშაბათს დასვენების დღე ჰქონდათ, მომდევნო დღეს კი ყველას ბაზაზე ველოდით. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს.

ნამდვილად არ ვიცი, ბეილის საქციელს დაჯარიმების ღირსად ჩათვლიან თუ არა",
- განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული