კიდევ ერთი ლივერპულელი: პორტუგალიელი ტიაგო ილორი

AutoSharing Option
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ლივერპულმა" გასაძლიერებლად 25 მილიონი ფუნტი სტერლინგი დახარჯა.

მამადუ საკოზე უკვე ვწერდით - 23 წლის ფრანგში "ლივერპულმა" 18 მილიონი ფუნტი გადაუხადა "პარი სენ-ჟერმენს".

ინგლისელთა მეორე შენაძენი კი პორტუგალიელი ტიაგო ილორი (ლისაბონის "სპორტინგი") გახლავთ - 20 წლის ილორი ლონდონშია დაბადებული, ის პორტუგალიის 19 და 20-წლამდელთა ნაკრების წევრია.

ილორიმ, რომელიც "ლივერპულს" 7 მილიონი ფუნტი დაუჯდა, შემდეგი განაცხადა: "ლივერპულს" დიდებული გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ეს ჩემთვის დიდებული ვარიანტია. "ლივერპულს" დიდი ისტორია აქვს და მეც მინდა, მისი ნაწილი გავხდე".

როჯერსმა ამ ზაფხულს
7 ფეხბურთელი დაიმატა: კოლო ტურე, იაგო ასპასი, ლუის ალბერტო, სიმონ მინიოლე, ალი სისოკო, მამადუ საკო და ტიაგო ილორი.

ასევე იხილეთ:
"ლივერპულმა" პსჟ-იდან მამადუ საკო გადაიბირა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული