26 წლის ესპანელს ნამდვილად აქვს საფუძველი, ასე იფიქროს, "გედებმა" ხომ ალვარო ვასკესი (ხეტაფე), ვილფრიდ ბონი (ვიტესი), ჯონჯო შელვი (ლივერპული), ალეხანდრო პოსუელო (ბეტისი), ხორდი ამატი (ესპანიოლი) და ხოსე კანიასი (სევილია) დაიმატეს.
როგორც ხედავთ, კონტრაქტების უმეტესობა ესპანელებთან არის გაფორმებული. უელსელებმა ესპანურ ბაზარზე აქცენტის გაკეთება სწორედ მიჩუს წარმატებული ტრანსფერის შემდეგ გადაწყვიტეს. შეგახსენებთ, რომ "რაიო ვალეკანოდან" მისი შეძენა
აი, რას ფიქრობს "სუონსის" საუკეთესო ბომბარდირი:
"წელს ჩვენ ბევრად უფრო ძლიერები ვართ. გასახდელში უფრო ხშირად ისმის ლაპარაკი ჩემს მშობლიურ ენაზე. ძალიან მახარებს ყველა ახალწვეულის დანახვა და არა მხოლოდ თანამემამულეების. ძლიერ ფეხბურთელებთან ერთად თამაში ბევრად უფრო სასიამოვნოა. უახლოეს კვირაში მიყოლებით სამი თამაში გვაქვს ჩასატარებელი "ლივერპულთან", "ვალენსიასა" და "კრისტალ პალასთან".
პირადად მე მოუთმენლად ველოდები სამივეს, რადგან მიმაჩნია, რომ მოედანზე გასვლა საუკეთესოა, რაც კი ფეხბურთში შეიძლება მოხდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მიგელ მიჩუ ახალი სეზონის მოლოდინში