პირველი ტაიმის მიწურულს მსაჰმა სტუმარი კაგიშო დიკჰაშუა გააძევა და "პალასის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რობინ ვან პერსიმ გაიტანა.
მეორე ტაიმში უეინ რუნიმ, რომელსაც სპეციალური თავსაცავი ეკეთა, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ჩემპიონის უპირატესობა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ევერტონიდან" გადასულ მარუან ფელაინის.
პირველ ტაიმის ერთ ეპიზოდში ეშლი იანგი საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა მას ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მისცა.
სხვათა შორის, მატჩის მერე დევიდ მოიესმა
"ყოველთვის ვიძახდი, რომ არ მიყვარს სიმულიანტები. ეშმა აშკარად დაუტოვა ფეხი მეტოქეს. მან დაიმსახურა ყვითელი ბარათი. მე არ მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები სიმულიანტობდნენ. იმედია, მომავალში არც ერთი მათგანი ამას აღარ გაიმეორებს. აუცილებლად დაველაპარაკები იანგს ამის გამო."
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის წინ: დებიუტების ტური