დევიდ მოიესი: ჩემს გუნდში სიმულიანტებს ვერ ავიტან! [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-4 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი" 2:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმის მიწურულს მსაჰმა სტუმარი კაგიშო დიკჰაშუა გააძევა და "პალასის" კარში პენალტი დანიშნა, რომელიც რობინ ვან პერსიმ გაიტანა.

მეორე ტაიმში უეინ რუნიმ, რომელსაც სპეციალური თავსაცავი ეკეთა, ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით ორამდე გაზარდა ჩემპიონის უპირატესობა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა "ევერტონიდან" გადასულ მარუან ფელაინის.

პირველ ტაიმის ერთ ეპიზოდში ეშლი იანგი საჯარიმოში წააქციეს, თუმცა მსაჯმა მას ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მისცა.

სხვათა შორის, მატჩის მერე დევიდ მოიესმა
არ დაიცვა თავისი ფეხბურთელი:

"ყოველთვის ვიძახდი, რომ არ მიყვარს სიმულიანტები. ეშმა აშკარად დაუტოვა ფეხი მეტოქეს. მან დაიმსახურა ყვითელი ბარათი. მე არ მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები სიმულიანტობდნენ. იმედია, მომავალში არც ერთი მათგანი ამას აღარ გაიმეორებს. აუცილებლად დაველაპარაკები იანგს ამის გამო."

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტურის წინ: დებიუტების ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული