ბრენდან როჯერსი: ერთადერთი პოზიტივი ლუის სუარესის დისვკვალიფიკაციის დასრულებაა

AutoSharing Option
21 სექტემბერს პრემიერლიგის ახალ სეზონში პირველი მარცხი განიცადა "ლივერპულმა", რომელმაც შინ 0:1 დათმო "საუთჰემპტონთან" მატჩში.

გამარჯვების გოლი "წმინთანთა" ხორვატმა მცველმა დეიან ლოვრენმა 53-ე წუთზე თავით გაიტანა. კარის ხაზთან ბურთის გარდარჩენას სტივენ ჯერარდი შეეცადა, მაგრამ "ლივერპულის" კაპიტანს არაფერი გამოუვიდა.

აღსანიშნავია, რომ ლუის სუარესი 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის ბოლო მატჩს იხდიდა და შემდეგი ტურიდან ურუგვაელი ჩვეულებრივად დაეხმარება "ლივერპულს".

მატჩის შემდეგ "ლივერპულის" თავკაცმა ბრენდან როჯერსმა თქვა:

"მწარედ გაგვიცრუვდა იმედები. ეს იყო "საუთჰემპტონის" დღე. ტექნიკური თვალსაზრისით უამრავი წუნი გვქონდა, ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით, ვიდრე წინა ტურებში.

რა
კარგად ვთამაშობდით ამ თვეში. არა, უბრალოდ დღეს ჩვენი დღე არ იყო.

ერთადერთი პოზიტივი ლუის სუარესის დისკვალიფიკაციის დასრულებაა"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული