პაოლო დი კანიო "სანდერლენდიდან" დაითხოვეს

AutoSharing Option
პრემიერლიგის "სანდერლენდის" ხელმძღვანელობას მოთმინების ფიალა აევსო და იტალიელ მწვრთნელ პაოლო დი კანიოს კარზე მიუთითა.

"სანდერლენდი" 1 ქულით პრემიერლიგაში უკანასკნელ ადგილზეა - ბოლო ტურში "ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან" "სანდერლენდი" 0:3 დამარცხდა.

სიმბოლურია, რომ ამ თამაშში "სანდერლენდს" ბოლო ბენინელმა სტეფან სესინიონმა მოუღო, რომელმაც პირველი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო - იმ სესინიონმა, რომელიც დი კანიომ რამდენიმე დღის წინ "სანდერლენდიდან" გააგდო და "ვესტ ბრომვიჩში" პირველად თამაშობდა.

სხვათა შორის, სესინიონმა "სანდერლენდის" (და არა
დი კანიოს) პატივისცემის ნიშნად, გოლი არ იზეიმა.

ასევე იხილეთ:
პაულო დი კანიომ სტეფან სესინიონი სიმთვრალისთვის დასაჯა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული