"მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპული" ინგლისის ლიგის თასიდან გამოაგდო [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის ლიგის თასის 1/16-ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლივერპულს" უმასპინძლა, 1:0 მოუგო და გათამაშებიდან გამოთიშა.

გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის პირველივე წუთზე უეინ რუნის პასით მექსიკელმა ხავიერ ერნანდესმა გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები ერთმანეთს პრემიერლიგაშიც შეხვდნენ. მაშინ ბრენდან როჯერსის "ლივერპულმა" იმარჯვა - 1:0.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა გამარჯვებული გუნდის თავკაცმა დევიდ მოიესმა:

"ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. დერბიში "მანჩესტერ სიტისთან" შევრცხვით და რეაბილიტაცია გვჭირდებოდა საკუთარი მაყურებლის წინაშე.

კარგი თამაში გამოვიდა, ორივე გუნდის შესრულებით. ისევე მოხდა, როგორც ჩვენს
წინა დაპირისპირებაში, საგოლე მომენტები ცოტა
იყო.

მე ამ თამაშისთვის ცვლილებებს მივმართე, რადგან თავის გამოჩენის შანსი ყველას ჰქონდეს"
, - განაცხადა მანჩესტერელთა შოტლანდიელმა დამრიგებელმა.

ამ შეხვედრაში 10-მატჩიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად ითამაშა "ლივერპულის" ურუგვაელმა ფორვარდმა ლუის სუარესმა.

"აქ იმიტომ ვარ, რომ "ლივერპულს" დავეხმარო. ამას ყველანაირად ვეცდები. შედეგი, რა თქმა უნდა, არ გვაწყობს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ "ლივერპულმა" კარგად ითამაშა", - განაცხადა სუარესმა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
ინგლისი. ლიგის თასი: ფავორიტთა მრისხანება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული