ლუის ჰოლტბი ლონდონის დერბისთვის ემზადება

AutoSharing Option
მძაფრი კონკურენციის გამო "ტოტენჰემის" 23 წლის გერმანელ ნახევარმცველ ლუის ჰოლტბის პრემიერლიგაში თავის გამოჩენის შანსი თითქმის არ ეძლევა.

ფეხბურთელმა 5 ტურში მოედანზე მხოლოდ 22 წუთი გაატარა და გასაკვირი არ არის, რომ თავი ვერაფრით გამოიჩინა. "დეზებისთვის" მეორეხარისხოვან ტურნირებზე კი, მათ შორის, ევროპალიგასა და ინგლისის ლიგის თასზე, ლუისმა 3 თამაშში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა, რაც, დაგვეთანხმებით, რომ არაჩვეულებრივი შედეგია.

განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ სამშაბათის შეხვედრა ბირმინგემის "ვილა პარკზე", როდესაც ჰოლტბიმ სტუმართა 3 საგოლე კომბინაციაში დაიდო წილი. აი, რას ამბობს ფეხბურთელი:

- ვიცი, რომ "ტოტენჰემს" შეუძლია განსაკუთრებული შედეგების ჩვენება და ძალიან მინდა, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი თავადაც ვიყო. მინდა, რომ ვიბრძოლო ჩემპიონატში უმაღლესი ადგილებისთვის.

23 წლის ვარ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვსწავლობ და შემიძლია, კიდევ უფრო უკეთ ავთამაშდე. ამ გუნდში თამაში ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. იმისთვის, რომ თავი დავიმკვიდრო, მრავალი წინაღობა უნდა გადავლახო და დავამტკიცო, რაც შემიძლია. ასეთ შემთხვევაში მწვრთნელს უფრო მეტად გაუჭირდება სათადარიგოთა შორის ჩემი დატოვება. გრძელ დისტანციაზე კი არჩევანის საშუალება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენთან ყველა ვალდებულია, იშრომოს და თავის შანსს დაელოდოს. ზუსტად ასე ხდება "ბაიერნში". მიუნხენში ფეხბურთელები ბევრს მუშაობენ და რაც მთავარია, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. მიხარია, როცა აქ ანალოგიურ დამოკიდებულებას ვხედავ.

მომავალი უქმეები გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ალბათ, მთელი ინგლისი ჩვენი და "ჩელსის" დერბის მოლოდინით ცხოვრობს. შაბათს "უაით ჰართ ლეინზე" დიდი ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია იმის ხაზგასასმელად, რომ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ და ბევრად უფრო ამბიციური მიზნები გვაქვს
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ინგლისი. ლიგის თასი: ფავორიტთა მრისხანება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული