ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტურის წინ: ვილაშ ბოაში VS ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
პრემიერლიგის VI ტურის სასტარტო შეხვედრა "უაით ჰართ ლეინზე" ნამდვილად არ არის უბრალო ლონდონური დერბი და ის ასეთი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ...

ნამდვილად არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ დღეს მაინც ყველაფერი განსაკუთრებულია. გულშემატკივარი მოედნის კიდესთან ორი უნიჭიერესი პორტუგალიელი მწვრთნელის დაპირისპირების მომსწრე გახდება.

ანდრე ვილაშ ბოაში წარსულს პირისპირ შეეყრება. ერთი მხრივ ჟოზე მოურინიოსთან და მეორე მხრივ ყოფილ კლუბთან თამაში მისთვის განსაკუთრებული მოტივაციაა.

"ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მოურინიოს ასისტენტი არასოდეს ვყოფილვარ. დიახ, მის სამწვრთნელო შტაბში შევდიოდი, მაგრამ "მეორე ნომრად" თავი არასოდ
ეს მიგრძვნია. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რატომაც გაიყარა ჩვენი გზები.

გულწრფელად მსურდა მას მაქსიმალურად დავხმარებოდი, მაგრამ ვერ ვიგრძენი, რომ ჟოზეს ჩემგან ეს სჭირდებოდა. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, თუმცა ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული მწვრთნელები ვართ. განსხვავებული მიდგომა გვაქვს როგორც უშუალოდ თამაშის, ისე ფეხბურთელებისა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალების მიმართაც.

ჩვენ ერთმანეთს მხოლოდ ჟურნალისტები გვადარებენ",
- აცხადებს ვილაშ ბოაში.

ვილაშ ბოაშის "ტოტენჰემს" ასე არასოდეს უთამაშია. შარშანდელ სეზონში "დეზები" ცხრილის მე-2 ადგილზე ერთი ტურითაც კი გამაგრებულან, არათუ ლიდერის პოზიცია ჩაუგდიათ ხელთ, როგორც ეს მე-2 ტურის მერე მოხდა.

აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოლონდონელებმა 9-დან 8-ჯერ იმარჯვეს და თანაც არც ერთ მოგებულ შეხვედრაში გოლი არ გაუშვიათ.

"ჩელსის" მიმართ კი ასეთი კომპლიმენტები არ გვემეტება. "განსაკუთრებული" ახალ გუნდს ქმნის და ჯერჯერობით იმაზე სუსტად გამოიყურება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ჩემპიონატში მეტოქეთა შედეგიანობიდან გამომდინარე ძნელად წარმოსადგენია, რომ გუნდებმა გოლების ფეიერვერკი მოაწყონ. ასე რომ, თამაშის ბედი შესაძლოა ერთადერთმა ბურთმა გადაწყვიტოს.

დაბოლოს, სტატისტიკის მოყვარულთ გეტყვით, რომ "ტოტენჰემს" თანაქალაქელთან ჩემპიონატში ზედიზედ 7 თამაშია არ მოუგია.

მძიმე გრაფიკის მსხვერპლი
"სუონსიმ" ბოლო 12 დღეში მე-5 თამაში უნდა ჩაატაროს. "გედებს" ასეთი დატვირთული გრაფიკი არასოდეს ჰქონიათ, რაც, საბოლოოდ, მათ თამაშზე უკვე აისახა.

მართალია, შესუსტებული შემადგენლობით, მაგრამ შუა კვირაში მიკაელ ლაუდრუპის გუნდმა ლიგის თასზე "ბირმინგემთან" უშანსოდ წააგო და შარშან მოპოვებული ტიტულისთვის ბრძოლა შეწყვიტა. უელსელებს ამჯერად "არსენალთან" მოუწევთ შერკინება.

ლიგის თასზე "მეთოფეებმაც" ითამაშეს და თანაც 120-წუთიანი თრილერი გადახდათ თავს, თუმცა ამ ბრძოლას მხოლოდ დუბლიორების ძალა და ენერგია შეეწირა.

"სუონსისთან" დასვენებული "არსენალი" ითამაშებს. არსენ ვენგერის გუნდმა უკანასკნელი 8-დან 7 თამაში მოიგო, ერთხელ კი საქმე პენალტების სერიაში გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ. ჩვენი აზრით, დღეს "ლიბერთი სტედიუმზე" ფავორიტი სტუმარი იქნება.

სტარტიც ასეთი უნდა
პრემიერლიგის სეზონის სტარტზე ვინმეს თუ არ გაუმართლა, უპირველესად, ეს ბედშავ "ასტონ ვილაზე" ითქმის. ბირმინგემელებმა უკვე მოასწრეს და ითამაშეს "არსენალის", "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ; ლიგის თასზე კი მათი მეტოქე "ტოტენჰემი" იყო.

ბედის ირონიაა, მაგრამ პოლ ლამბერტის ფეხბურთელებს არც მე-6 ტურში ექნებათ ამოსუნთქვის საშუალება. "ვილა პარკს" ფანტასტიკურ ფორმაში მყოფი "მანჩესტერ სიტი" სტუმრობს, ვინც უკანასკნელ 3 შეხვედრაში 12 ბურთი გაიტანა.

სწორედ "ქალაქელთა" შედეგიანობა უნდა უფრთხობდეს ძილს ყველაზე მეტად მასპინძელთა შოტლანდიელ დამრიგებელს, რადგან მის მცველებს ბრედ გუზანის კარის უსაფრთხოება ძალიან უჭირთ. ისევ სტატისტიკას მოვუხმობთ და გეტვით, რომ "ვილამ" საკუთარ არენაზე ბოლო 13-დან 9 თამაში წააგო. ასე რომ, ფავორიტის გამოცნობა, წესით არ უნდა გაგიჭირდეთ.

ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური
28 სექტემბერი. ლონდონი. "უაით ჰართი".
ტოტენჰემი-ჩელსი 15:45
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოლკერი, ვერტონგენი, დოუსონი, ნაუტონი - პაულინიო, დემბელე - სიგურდსონი, ერიკსენი, ლამელა - სოლდადო
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, ლუისი, ე. კოული - ლამპარდი, მიკელი - აზარი, ოსკარი, შიურლე - ეტოო
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დენი როუზი, იუნეს კაბული, აარონ ლენონი, ემანუელ ადებაიორი, ეტიენ კაპუ - რამირესი, მარკო ვან გინკელი, ტომაშ კალაში
ურთიერთშეხვედრები
სულ 130 თამაში: +43=32-55 (185-195)

28 სექტემბერი
ასტონ ვილა-სიტი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჟორეს ოკორე, კირან კლარკი, გაბრიელ აგბონლაჰორი, ანტონიო ლუნა, ეშლი ვესტვუდი, ფაბიან დელფი, კრიტიან ბენტეკე, შარლ ნზოგბია - ჯეკ როდუელი, მატია ნასტასიჩი, ალექს ნიმელი, ჯონ გუიდეტი, მარკოს ლოპეში
ურთიერთშეხვედრები
სულ 146 თამაში: +48=38-60 (208-233)

ფულჰემი-კარდიფი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მაარტენ სტეკელენბურგი, ბრაიან რუისი, მეტიუ ბრიგსი, აარონ ჰიუზი, აშკან დეჟაგა - ანდრეას კორნელიუსი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=1-5 (17-17)

ჰალ სიტი-ვესტ ჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მეინორ ფიგეროა, ჯეიმს ჩესტერი, რობერტ კორენი, პოლ მაკშეინი - ენდი კეროლი, ალუ დიარა, გი დემელი, სტიუარტ დაუნინგი, ჯო კოული
ურთიერთშეხვედრები
სულ 6 თამაში: +1=1-4 (5-12)

იუნაიტედი-ვესტ ბრომ. 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რობინ ვან პერსი, ტომ კლევერლი, დარენ ფლეტჩერი - ბენ ფოსტერი, კრის ბრანტი, ჯორჯ ტორნი, ვიქტორ ანიჩებე, მატეი ვიდრა, ზოლტან გერა, ნიკოლა ანელკა
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 თამაში: +47=24-32 (199-159)

საუთჰემპტ-კრისტალ პალ. 18:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯონათან პარი, პატრიკ მაკარტი, იანიკ ბოლასი, გლენ მარი, ჯონათან უილიამსი, ჯეკ ჰანტი, დემიენ დელენეი - არავინ
ურთიერთშეხვედრები
სულ 37 თამაში: +15=10-12 (53-47)

სუონსი-არსენალი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ეშლი უილიამსი, პაბლო ერნანდესი - ტომაშ როსიცკი, ლუკას პოდოლსკი, თეო უოლკოტი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, სანტი კასორლა, იაია სანოგო, აბუ დიაბი, გედიონ ზელალემი
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +4=1-5 (13-12)

29 სექტემბერი
სტოკ სიტი-ნორვიჩი 16:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ერიკ პიტერსი, მარკ მუნიესა - სებასტიან ბასონგი, რიკი ვან ვოლფსვინკელი, ელიოტ ბენეტი
ურთიერთშეხვედრები
სულ 38 თამაში: +15=11-12 (47-44)

სანდერლ-ლივერპული 19:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფილ ბერდსლი, ანდრეა დოსენა, ვეს ბრაუნი, სტივენ ფლეტჩერი - გლენ ჯონსონი, ფილიპე კოუტინიო, სებასტიან კოატესი, ალი სისოკო, ჯო ალენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 131 თამაში: +41=29-61 (189-224)

30 სექტემბერი
ევერტონი-ნიუკასლი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: არუნა კონე, ლეონ ოსმანი, სტივენ პენაარი, ანტოლინ ალკარასი - იოან კაბაი, რაიან ტეილორი, ხონას გუტიერესი, შოლა ამეობი, სტივენ ტეილორი
ურთიერთშეხვედრები
სულ 149 თამაში: +58=32-59 (221-226)

ბომბარდირები: 4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი) დენიელ სტარიჯი (ლივერპული); 3 - რობინ ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული