არსენ ვენგერი ჯეკ უილშირს სიგარეტის მოწევის გამო დატუქსავს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ჯეკ უილშირის ფოტოსთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, სადაც უილშირი სიგარეტს ეწევა.

"ასეთი საქციელის წინააღმდეგი ვარ. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა. ამ ფოტოსთან დაკავშირებით უილშირთან საუბარი მექნება.

როცა ფეხბურთს ასეთ დონეზე თამაშობ, ბევრისთვის სამაგალითო ხარ. თუ სამომავლოდ პროფესიონალი უნდა გახდე, საკუთარ ჯანმრთელობას არ უნდა ავნო.

თუ სმა და მოწევა გინდა, ეს შინ უნდა გააკეთო. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ მოწევა ინგლისში საკმაოდ სერიოზული პრობლემაა",
- თქვა ვენგერმა.

მომზადებულია ESPN FC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული