მოწია თუ არა ჯეკ უილშირმა სიგარეტი?

AutoSharing Option
"ნაპოლისთან" თამაშის (2:0) დასრულების შემდეგ "არსენალის" 21 წლის ნახევარმცველი ჯეკ უილშირი შესანიშნავ ხასიათზე მყოფი ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბს ეწვია.

ამაში თავისთავად სკანდალური არაფერია, რადგან იქ სხვა არსენალელებიც იყვნენ. იქაურობის ერთ-ერთმა სტუმარმა ფეხბურთელი კლუბის შესასვლელში სიგარეტით ხელში დააფიქსირა.

ფოტო სკანდალებით სახელგანთქმულმა "სანმა" გამოაქვეყნა. ამ ყოველივემ არსენ ვენგერი ზომაზე მეტად აღაშფოთა:

"მსგავს საქციელს კატეგორიულად ვგმობ. ამ თემაზე ჯეკს აუცილებლად დაველაპარაკები. პროფესიონალმა ფეხბურთელმა არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

შეიძლება ლუდი დალიო და მერე სიგარეტიც დააყოლო, მაგრამ როცა
ამას ხალხის დასანახად აკეთებ, ამით შენს იმიჯს მიწასთან ასწორებ".

"მეთოფეთა" თავკაცის სამართლიანი აღშფოთების შემდეგ სპეციალური განცხადება გააკეთა უილშირის აგენტმა:

"ჯეკი კლუბში თანაგუნდელებთან და მეგობრებთან ერთად იყო. მას სიგარეტი ნამდვილად უჭირავს ხელში, თუმცა არ მოუწევია. მეტიც, ის არც სხვების მაგალითს მიესალმება. ჯეკი ჯანმრთელი ცხოვრების წესს მისდევს".

ერთია, რას ამბობს აგენტი და მეორეა, რომ ფოტო აშკარად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერი ჯეკ უილშირს სიგარეტის მოწევის გამო დატუქსავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული