რობერტო მარტინესი: მსაჯმა თამაში მოკლა და "მანჩესტერ სიტის" მოაგებინა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში "მანჩესტერ სიტიმ" ლივერპულის "ევერტონს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

მე-16 წუთზე ლივერპულელები ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, რომელმაც გრძელი პასი მიიღო, გაცდა ლესკოტს და ჯო ჰარტის კარი აიღო.

ზუსტად ერთ წუთში "სიტიმ" გოლს გოლით უპასუხა - იაია ტურეს ბრწყინვალე პასი ალვარო ნეგრედომ გამოიყენა. ტაიმის მიწურულს კი არგენტინელმა სერხიო აგუერომ მახვილი კუთხიდან დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები.

69-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა აგუეროს დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარე ტიმ ჰოვარდს და "ევერტონის" კარში შევარდა - 3:1.

მანუელ პელეგრინის
გუნდს 13 ქულა გაუხდა, ხოლო რობერტო მარტინესის გუნდს 12 დარჩა.

თამაშის შემდეგ მარტინესი რეფერის, ჯონათან მოსის მიერ დანიშნული პენალტით აღშფოთებული იყო: "პენალტი იყო უსამართლო. ეს იყო მსაჯის მხრიდან ემოციური გადაწყვეტილება. მან არ მოგვცა შანსი გვებრძოლა ძლიერ მეტოქესთან, ის ხელს უშლიდა თამაშის ტემპს. მოსმა მოკლა ძალიან კარგი თამაში".

მანუელ პელეგრინი (სიტი): "მსაჯობას არ ვუკეთებ ხოლმე კომენტარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანად მოვიგეთ. პენალტის ეპიზოდი ჯერ არ განმიანალიზებია, მაგრამ ეს ეპიზოდი თამაშის შედეგზე გავლენა არ უქონია. გოლების გარდა 5-6 საგოლე მომენტი შევქმენით".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული