მე-16 წუთზე ლივერპულელები ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა, რომელმაც გრძელი პასი მიიღო, გაცდა ლესკოტს და ჯო ჰარტის კარი აიღო.
ზუსტად ერთ წუთში "სიტიმ" გოლს გოლით უპასუხა - იაია ტურეს ბრწყინვალე პასი ალვარო ნეგრედომ გამოიყენა. ტაიმის მიწურულს კი არგენტინელმა სერხიო აგუერომ მახვილი კუთხიდან დარტყმით წინ გაიყვანა თავისიანები.
69-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა აგუეროს დარტყმული ძელს მოხვდა, შემდეგ მეკარე ტიმ ჰოვარდს და "ევერტონის" კარში შევარდა - 3:1.
მანუელ პელეგრინის
თამაშის შემდეგ მარტინესი რეფერის, ჯონათან მოსის მიერ დანიშნული პენალტით აღშფოთებული იყო: "პენალტი იყო უსამართლო. ეს იყო მსაჯის მხრიდან ემოციური გადაწყვეტილება. მან არ მოგვცა შანსი გვებრძოლა ძლიერ მეტოქესთან, ის ხელს უშლიდა თამაშის ტემპს. მოსმა მოკლა ძალიან კარგი თამაში".
მანუელ პელეგრინი (სიტი): "მსაჯობას არ ვუკეთებ ხოლმე კომენტარს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანად მოვიგეთ. პენალტის ეპიზოდი ჯერ არ განმიანალიზებია, მაგრამ ეს ეპიზოდი თამაშის შედეგზე გავლენა არ უქონია. გოლების გარდა 5-6 საგოლე მომენტი შევქმენით".