ბრენდან როჯერსი: "ლივერპულმა" პირველ ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის მატჩში "ლივერპულმა" ლონდონის "კრისტალ პალასს" უმასპინძლა და 3:1 მოუგო.

"ლივერპულმა" გოლები პირველივე ტაიმში გაიტანა - ჯერ ლუის სუარესი შეიჭრა საჯარიმოში და გაიტანა (მე-13 წუთი).

შემდეგ საჯარიმოში დიდებულად ითამაშა დენიელ სტარიჯმა (17), ბოლოს კი სტარიჯის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა გოლად აქცია (38).

მეორე ტაიმში დუეინ გეილმა პრესტიჟის გოლი გაიტანა - 3:1.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ლივერპულმა" შესანიშნავად ითამაშა პირველ ტაიმში. სამი გოლი გავიტანეთ და კიდევ ორი საგოლე შანსი გვქონდა.

მეორე ტაიმში თამაში ყოველთვის უფრო ძნელია, როცა
ასეთი ანგარიშით იგებ. რა თქმა უნდა, ბიჭებს უნდოდათ ისევ ისე ეთამაშათ, მაგრამ აღარ გამოსდიოდათ.
"
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული