პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი ცნობილია
AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი პრემიერლიგის სექტემბრის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ხოლო "მეთოფეთა" ნახევარმცველი აარონ რემსი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
გასულ თვეს ლონდონელებმა ოთხ მატჩში ოთხი გამარჯვება მოიპოვეს და ამ დროისთვის ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
აარონ რემსიმ ოთხ შეხვედრაში ოთხი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.