ფეხბურთელი დევიდ მოიესს "ეშმაკების" თავკაცად დანიშვნის შემდეგ პირისპირ შეხვდა და, როგორც ჩანს, შოტლანდიელისგან გარანტია მიიღო, რომ მას უკმაყოფილების საფუძველი არ ექნებოდა. "იუნაიტედის" ახლად დანიშნულმა თავკაცმა რუნის ტრანსფერს ვეტო დაადო. მას შემდეგ სულ რაღაც ორი თვე გავიდა და ფეხბურთელი ამბობს, რომ "ოლდ ტრეფორდზე" თამაში მას ძველებურად განუზომელ სიამოვნებას ჰგვრის.
- ვფიქრობ, ყველასთვის ნათელია, რომ კარგად ვთამაშობ და ფეხბურთს ჩემთვის ისევ მოაქვს ბედნიერება. მოიესის დანიშვნის
როცა ამის დრო არა და არ მოვიდა, იმედგაცრუებამ შემიპყრო. ჩემი განწყობა შარშანდელ სეზონში რამდენიმე თამაშზე შეიძლება აისახა კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი.
"იუნაიტედში" ყველამ იცოდა, რაც მაწუხებდა. არ გამოვრიცხავ, წლების შემდეგ, როცა სისწრაფე მომაკლდება, ისევ დავუბრუნდე მოედნის ცენტრს, მაგრამ ამ ეტაპზე ამის სურვილი ნამდვილად არ მაქვს.
ნამდვილად არ ვიქნები იმის წინააღმდეგი, თუკი თამაშის ბოლო წუთებში ანგარიშის შესანარჩუნებლად ჩემი უკანდახევა გახდება საჭირო. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტზეც ვარ წამსვლელი, თუმცა შარშან ყველაფერი სხვანაირად იყო. ვითარება იმ კონდიციამდე გამწვავდა, რომ აუცილებელი იყო ეგოიზმის გამოვლენა საკუთარი კარიერის გადასარჩენად. დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ზაფხულს საბოლოოდ არსადაც არ წავიდოდი.
ამის შესახებ კლუბის ფუნქციონერებს ვესაუბრე კიდეც. ჩვენ ვიცოდით, რასაც ვაკეთებდით. ნამდვილად აღარ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მინდოდა წასვლას, არ მინდოდა... ახლა მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, რომ ფეხბურთზე კონცენტრაცია მოვახერხო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
უეინ რუნი: გასულ სეზონში ნახევარდაცვაში მაყენებდნენ და ეს არ მინდოდა