1998 - "ბლექბერნთან” მატჩში დებიუტი ჰქონდა "ლივერპულის” შემადგენლობაში.
1999 - გაიტანა პირველი გოლი "შეფილდ უენსდის” კარში.
2000 - მიიწვიეს ინგლისის ნაკრებში. დებიუტი უკრაინის ნაკრებთან შედგა.
2001 - სეზონის განმავლობაში პირველად გაიტანა 10 გოლი. "ლივერპულმა” კი იმ წელს ე.წ. სათასო ტრებლი შეასრულა. მოიგო ლიგისა და ასოციაციის თასები, უეფას თასი, ინგლისისა და ევროპის სუპერთასები.
2003 - სამი ჰიიპიასგან გადაიბარა "ლივერპულის” კაპიტნის სამკლავური.
2004 - ნაკრების ლიდერის რანგში გაემგზავრა ევროპის ჩემპიონატზე.
2005 - მოიგო ჩემპიონთა ლიგა და თანაც, ფინალში თამაშის შემობრუნების უმთავრესი სულისჩამდგმელი გახდა.
2006 - ასოციაციის თასის ფინალში "ვესტ ჰემთან” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 30 იარდიდან გაათანაბრა ანგარიში. პენალტების სერიაში კიდევ ერთხელ გამოიჩინა თავი და "ლივერპულს” გაამარჯვებინა.
2007 - "ლივერპულთან” ერთად კიდევ ერთხელ ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
2008 - ჩემპიონთა ლიგაში ულამაზესი გოლები გაიტანა "ინტერისა” და "არსენალის” წინააღმდეგ.
2009 - ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულმა” "რეალი” დაამარცხა. გუნდს კიდევ ერთხელ დააკლდა სულ ცოტა პრემიერლიგის ჩემპიონობამდე.
2010 - "ოლდ ტრეფორდზე” "ლივერპულმა” 4:1 იმარჯვა, კაპიტანმა დუბლი შეასრულა.
2011 - ემოციურად, საკლუბო ემბლემაზე ამბორით აღნიშნა კიდევ ერთი გოლი პრინციპულ მეტოქესთან.
2012 - მეექვსასე თამაში "ლივერპულის” რიგებში "ნიუკასლის” წინააღმდეგ.
2013 - გაიტანა მესამე გოლი პრემიერლიგაში იმავე "ნიუკასლთან” და ასაკის მიუხედავად, ჯერაც ბევრისთვის ითვლება მისაბაძ ფეხბურთელად.
სწორედ უკანასკნელ მიღწევაზე გააკეთა 33 წლის ფეხბურთელმა კომენტარი "კაჭკაჭებთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ:
"ჩემთვის ეს შესანიშნავი მიღწევაა, თუმცა მას სიამოვნებით გავცვლიდი დამატებით კიდევ ორ ქულაში. დაგროვილი ქულები და ცხრილში დაკავებული ადგილი, აი, ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი. თუკი გუნდის კარგ თამაშს პირადი მიღწევებიც ახლავს თან, ეს კიდევ უფრო უკეთესია.
ჩემთვის სეზონის დაწყებამდე რომ ეთქვათ, რვა ტურის შემდეგ ასეთი შედეგი გექნებათო, ბედნიერი ვიქნებოდი. აი, დღეს კი ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ, რადგან შეგვეძლო სამი ქულის მოპოვება. საერთო ჯამში, მაინც კარგი კვირა იყო იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებმაც მიაღწია დასახულ მიზანს”.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VIII ტური: მეცამეტე კაცი პრემიერლიგაში [VIDEO]