ლუის სუარესის პირველი ჰეთთრიკი "ენფილდზე"

AutoSharing Option
ლიდერი "არსენალის" მდევარმა "ლივერპულმა" დიდი ანგარიშით გაანადგურა "ვესტ ბრომვიჩ ალბიონი" - 4:1.

მე-12 წუთზე ლუის სუარესმა თავბრუ დაახვია მცველებს და ანგარიში გახსნა. 5 წუთში მანვე გაიტანა საჯარიმოს ხაზიდან (!) დარტყმული თავურით.

55-ე წუთზე ლუისმა კიდევ ერთი თავური შეასრულა სტივენ ჯერარდის საჯარიმო ჩაწოდების შემდეგ. ამით ურუგვაელმა ჰეთთრიკი შეასრულა.

66-ე წუთზე ჯეიმს მორისონმა პენალტით ერთი გოლი გაქვითა.

77-ე წუთზე დენიელ სტარიჯსაც გაუმართლა (მანამდე ხარიხას გაარტყა ბურთი), მან მეკარეს თავზე გადაუგდო ბურთი - 4:1.

ბრენდან როჯერსი (ლივერპული): "ჩვენმა ფორვარდებმა, სუარესმა და სტარიჯმა ბრწყინვალედ
ითამაშეს. სუარესის გოლები განსაკუთრებული იყო, "ენფილდზე" მან პირველად შეასრულა ჰეთთრიკი და ალბათ ყველამ დაინახა, როგორი ერთგულია ის გუნდის ინტერესების.

რაც შეეხება სტარიჯის გოლს, ასეთი გოლები აქ ადრე გადიოდა, როცა მათ კენი დალგლიში ასრულებდა. სტარიჯმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა"
.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული