ახალი კონტრაქტი პოლონელს - ვოიცეხ შჩესნი "არსენალში" დარჩა

AutoSharing Option
ვოიცეხ შჩესნი ვარშავის "ლეგიის" აკადემიის აღზრდილია, თუმცა მის ჩამოყალიბებაში არანაკლები წილი აქვს "არსენალსაც". ჩრდილოლონდონელებმა მისი ტალანტი 2006 წელს შენიშნეს.

მაშინ ვოიცეხი მხოლოდ 15 წლისა იყო. განვლილი 7 წლის განმავლობაში "ბრენტფორდში" გატარებულ 6 თვეს თუ არ ჩავთვლით, პოლონელი მხოლოდ "მეთოფეთა" ღირსებას იცავდა. ვოიცეხმა სულ 121 თამაშის ჩატარება მოასწრო, რაც მისი ასაკისთვის ნამდვილად არ არის ცოტა.

უქმეებზე ფეხბურთელმა უკვე მეორედ მოაწერა ხელი "არსენალთან" ხელშეკრულების გაგრძელებაზე. "ემირეიტსზე" ის 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. არსენ ვენგერი იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი მაინც დააცხრობს ჟურნალ-გაზეთებში აგორებულ ჭორების
ტალღას, თითქოს კლუბი ახალ მეკარეს ეძებს.

ვოიცეხ შჩესნი: "ბედნიერი ვარ, რომ კლუბთან თანამშრომლობა გავაგრძელე. "არსენალი" ჩემი მეორე სახლია და მიხარია, რომ მომავალი მასთან კიდევ დიდი ხნით დავაკავშირე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში მხარში მედგა, ლონდონში პირველად ჩამოსვლის შემდეგ ხომ უამრავი ადამიანი დამიდგა გვერდში".

არსენ ვენგერი: "მოხარულები ვართ, რომ ვოიცეხმა დარჩენა გადაწყვიტა. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ის უნიჭიერესი ფეხბურთელია, ვისაც განსაკუთრებულად ძლიერი ხასიათი აქვს. ის დღემდე აგრძელებს ზრდას პროფესიულ ასპარეზზე. მას შეუძლია ბევრად უფრო ძლიერი გახდეს თავის საქმეში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არსენ ვენგერმა ვოიცეხ შჩესნის ახალი ლემანი უწოდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული