შეცვლაზე შესულმა მხოლოდ 10 წუთი ითამაშა, მაგრამ ეს დრო საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უმძიმესი ტრავმა მიეღო. სამხრეთამერიკელს მუხლის ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი. სამწუხაროდ, ახალგაზრდა უკანახაზელი თამაშს კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს.
არ არის გამორიცხული, სარეაბილიტაციო პროცესი სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს და ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩეს. თუმცა იქამდე დიდი დროა. აი, რა თქვა მან საკლუბო ვებგვერდთან ინტერვიუში:
"გარკვეული პროგრესი უკვე არის. ტრავმა ძალიან მძიმე იყო. შესაბამისად,
ამბობენ, რომ რეაბილიტაციისას სერიოზულ როლს თამაშობს მორალური მდგრადობა. მნიშვნელოვანია, რომ გჯეროდეს საკუთარი ძალების, არ დაეცე მორალურად და შეინარჩუნო დადებითი განწყობა. სრულად კონცენტრირებული ვარ, რათა ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის შანსი მომეცეს. ეს ფაქტორი დამატებით ძალას მმატებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კოატესმა სუარესი ახსენა