ფრედი გუარინს "ჩელსის" "ინტერი" ურჩევნია

AutoSharing Option
"ივნინგ სტანდარდის" ინფორმაციით, "ინტერის" 27 წლის კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ფრედი გუარინმა იცის, რომ მისი გადაბირებით "ჩელსია" დაინტერესებული, თუმცა აცხადებს, რომ ლონდონურ ვარიანტს მილანში დარჩენა ურჩევნია.

"ნერაძური" იანვარში ახალი ფეხბურთელების შესაძენად ფული სჭირდება და ლიდერთა ნაწილის გაყიდვაზე სწორედ ამიტომ ფიქრობს. დასავლეთლონდონელებს სამხრეთამერიკელში 15 მილიონი ევრო ემეტებათ. გუარინი ერთადერთი არ არის, ვის კანდიდატურაზეც ჟოზე მოურინიო ფიქრობს. არსებობს ალტერნატიული ვარიანტიც: "ბენფიკას" 25 წლის სერბი შუახაზელი ნემანია მატიჩი, ვინც 2011 წელს "არწივებში" სწორედ "ჩელსიდან" მოხვდა. უკანასკნელი დაახლოებით 5-7 მილიონით უფრო ძვირი ღირს.

"მოურინიოსთან პირადად არ
მილაპარაკია, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ პორტუგალიელს ჩემი აგენტი ესაუბრა. იმედია, "ინტერში" ესმით, თუ რამდენად მიყვარს ეს კლუბი. მომავალში რა მოხდება, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე მხოლოდ "ინტერში" თამაშზე ვარ კონცენტრირებული
," - ამბობს გუარინი. კვირას კოლუმბიელი "მილანთან" ერთ-ერთი საუკეთესო იყო. როდრიგო პალასიომ სწორედ მისი გადაცემით გაიტანა ერთადერთი გოლი.

"როსონერის" პრეზიდენტი ერიკ ტოჰირი ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებული დარჩა და იტალიურ პრესას განუცხადა, რომ შესაძლოა ტრანსფერი დღის წესრიგიდან მოიხსნას:

"აშკარაა, ფრედი გუნდის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია. ამ თემაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ ვალტერ მაცარისთან (მთავარი მწვრთნელი) და მარკო ბრანკასთან (სპორტული დირექტორი) შეხვედრაზე. ჩვენი მიზანი ერთადერთი უნდა იყოს, ავაშენოთ საუკეთესო "ინტერი".


პოზიცია დააფიქსირა ვალტერ მაცარიმაც: "ვყიდით თუ არა გუარინს და სად, ამ თემაზე შეკითხვა კლუბის ხელმძღვანელობას უნდა დაუსვათ. სატრანსფერო ორომტრიალში ჩართვა სულაც არ მსიამოვნებს. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ გუარინი აშკარად პროგრესირებს და შესანიშნავ სეზონს ატარებს".

აქვე მოგაწვდით "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიას: "როსონერი" მზადაა, "ტოტენჰემს" გუარინისა და ერიკ ლამელას გაცვლა შესთავაზოს. "დეზების" 21 წლის არგენტინელმა ვერაფრით მოახერხა ინგლისური ფეხბურთისთვის ფეხის აწყობა და ზაფხულში მიღებულ გადაწყვეტილებას უკვე ნანობს.

"გაძეტა" იხსენებს, რომ "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდში მაცარიმ არაერთხელ სცადა ერიკის გადაბირება და ამ შანსზე უარს ის არც ამჟამად იტყვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდის აქეთააა ინტერი "როსონერი" ???? :D :X
milaneli
11:58 24-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული