გამარჯვების გოლი 66-ე წუთზე ედინ ჯეკომ ხესუს ნავასის პასით გაიტანა.
ამ გოლამდე "სიტის" უპირატესობა დიდი იყო, თუმცა ეს გოლებში არ აისახა.
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი):
"მართალია, დამაჯერებლად ვერ მოვიგეთ, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ გაგვიმართლა. ერთ გუნდს 90 წუთი თამაში სწყუროდა, მეორე კი საკუთარ კართან ჩაიკეტა.
ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ გაგვიჭირდებოდა დღეს, რადგან ძალიან ძნელია იმ გუნდთან თამაში, რომელსაც ამის სურვილი არა
ახლა პირველ ადგილზე ვართ. არ ვიცი, ეს ერთი დღე გაგრძელდება თუ მეტი, მაგრამ ეს ის ადგილია, რომლის დაკავებაც "მანჩესტერ სიტის" ამ სეზონში სურს".