სამწუხარო დიაგნოზი - თეო უოლკოტი მუნდიალს გამოტოვებს?

AutoSharing Option
ასოციაციის თასზე "ტოტენჰემთან" თეო უოლკოტმა შეხვედრის მიწურულს მუხლის ტრავმა მიიღო და საკაცით გასაყვანი გახდა. არსენ ვენგერს შეცვლების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა. შესაბამისად, "მეთოფეებმა" მატჩი რიცხვნაკლულებმა ჩაამთავრეს. პირველადი დიაგნოზი არასასიამოვნო იყო:

ერთი თვე. დეტალურმა სამედიცინო შემოწმებამ უფრო მძიმე სურათი გვიჩვენა. 24 წლის ფეხბურთელი მარცხენა მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო სეზონის დარჩენილ ნაწილს მთლიანად გამოტოვებს და დიდი ალბათობით, ვერც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოასწრებს გამოჯანმრთელებას. "არსენალმა" ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

ალბათობა ერთია და მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა უოლკოტის დარჩენაზე ცნობებს სპორტული მედიცინის დოქტორი მაიკლ დეივისონი
ნაადრევს უწოდებს. მისი მტკიცებით, კლუბის მიერ გაკეთებული განცხადება იმდენად მშრალია, რომ მასში აღარ დარჩა ადგილი სამედიცინო არგუმენტებისთვის.

დეივისონის თქმით, სარეაბილიტაციო პროცესი უთვალავ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის უმთავრესია ქირურგის კვალიფიკაცია, ფეხბურთელის ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები და თავად მოთამაშის მონდომება ფეხზე დადგომის შემდგომ.

ინგლისის ნაკრების გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ ბრიტანელი კოლეგების მსგავსად, გერმანელმა ჟურნალისტებმაც წინასწარ გამოიტირეს მსოფლიოს ჩემპიონატზე სამი ხედირას ასპარეზობის პერსპექტივა, თუმცა უკანასკნელს ბრაზილიაში წასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვს. არსენალელისა არ იყოს, "რეალის" ნახევარმცველსაც სწორედ ჯვარედინი მყესები აქვს გაწყვეტილი.

სანია შეიძლება დარჩეს
"მეთოფეთა" ბანაკიდან ბაკარი სანიას წასვლა აქამდე გადაწყვეტილი ამბავი გვეგონა, რადგან 30 წლის მარჯვენა მცველს ხელშეკრულება სეზონის ბოლოს უმთავრდება და თანაც, მოლაპარაკებათა პროცესი დიდი ხანია, შეწყვეტილი იყო. და აი, კლუბმა ვეტერანს "ემირეიტსზე" დარჩენა ოფიციალურად შესთავაზა. სანიას აგენტი ლონდონში უახლოეს დღეებში ჩავა და შეთავაზებას დეტალურად შეისწავლის. პროცესი, წესით, თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული