"ლივერპულის" სამიზნეები: მენეზი, ინლერი, შაჩირი და სხვები

AutoSharing Option
ბრენდან როჯერსი აცხადებს, რომ მას არ სჭირდება ტრანსფერები იმისთვის, რომ ვარჯიშებზე კონკრეტული რაოდენობის ფეხბურთელი ჰყავდეს, მთავარი მისთვის ხარისხია. ინგლისური პრესა მერსისაიდელებს უამრავი მოთამაშის სახელს უკავშირებს. მოდი, თვალი გადავავლოთ, თუ ვინ შეიძლება ამოჰყოს თავი "ენფილდზე" უახლოეს დღეებში ან მომავალ ზაფხულს მაინც:

არდა თურანი (თურქეთი, "ატლეტიკო", 26 წლის, ნახევარმცველი) - 25 მილიონი ფუნტი;

ტომ ინსი (ინგლისი, "ბლექპული", 21 წლის, ნახევარმცველი) - ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი;

გიოქჰან ინლერი (შვეიცარია, "ნაპოლი", 29 წლის, ნახევარმცველი) - ფასი უცნობია;

ჯერდან შაჩირი (შვეიცარია, "ბაიერნი", 22 წლის, ნახევარმცველი) -
ფასი უცნობია;

ანდრე გომეში (პორტუგალია, "ბენფიკა", 20 წლის, ნახევარმცველი) - 15 მილიონი ფუნტი;

ევგენი კონოპლიანკა (უკრაინა, "დნიპრო", 24 წლის, ნახევარმცველი) - 13 მილიონი ფუნტი;

საულ ნიგესი (ესპანეთი, "რაიო ვალეკანო", 19 წლის, ნახევარმცველი) - ფასი უცნობია;

ალექსანდრ მაქსიმი (რუმინეთი, "შტუტგარტი", 24 წლის, თავდამსხმელი) - ფასი უცნობია;

ჟერემი მენეზი (საფრანგეთი, "პარი სენ-ჟერმენი", 26 წლის, თავდამსხმელი) - ფასი უცნობია;

კოლბეინ სიგტორსონი (ისლანდია, "აიაქსი", 24 წლის, თავდამსხმელი) - ფასი უცნობია;

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული