აარონ რემსი 4-6 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი აარონ რემსი უახლოეს მომავალში გუნდს ინგლისის ჩემპიონატსა და ჩემპიონთა ლიგაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ რემსი დეკემბრის შემდეგ ვერ თამაშობს. "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელის, არსენ ვენგერის თქმით, აარონ რემსი 4-დან 6 კვირამდე გამოტოვებს, სანამ უელსელი თეძოს ტრავმას ბოლომდე არ მოიშუშებს.

აქედან გამომდინარე, რემსი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნთან" პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 18 მატჩი ჩაატარა, სადაც 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული