"მანჩესტერ სიტის" 54 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, "ნორვიჩი" მე-16 ადგილზეა 25 ქულით.
უგოლობის მოუხედავად, ურიგო მატჩი არ ყოფილა, ერთი-ორჯერ იყოჩაღა "სიტის" გოლკიპერმა ჯო ჰარტმა, ერთხელ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა მასპინძელთა გოლი.
"სიტის" რიგებში საგოლე შანსები ალვარო ნეგრედოს, ხესუს ნავასს და ედინ ჯეკოს ჰქონდათ.
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი): "ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, რომ ვერაფრით მოვიგეთ. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც საჭირო იყო, მაგრამ
ჩვენი ფორვარდები: აგუერო, ნეგრედო და ჯეკო 100%-ით არ იყვნენ მზად. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია. ყველაფერი წინაა, ყველა გუნდი დაკარგავს ქულებს, გასათამაშებელი კიდევ 39 ქულაა".