მეტიც, 26 წლის ფორვარდმა იმის პირობაც დადო, რომ "ჩელსისთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მომავალ პრინციპულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებებში გოლებს გაიტანს, ანუ თითოჯერ მაინც აიღებს მეტოქეთა კარს.
"ორივე მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატშიც და ევროსარბიელზეც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გუნდმა დიდი დანახარჯები გასწია იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული იყოს და დრო მოვიდა, მოლოდინი გავამართლოთ. "ბარსელონასთან" მატჩი ჩემთვის
მილნერმა წასვლაზე დაიწყო ფიქრი
ჯეიმს მილნერის "სიტიდან" წასვლის შანსებს ერთიორად ზრდის ბოლო ცნობები იმის შესახებ, რომ მასსა და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება "გაიყინა". მილნერს უკვე ეპატიჟებიან "მილანი", "ინტერი", "ასტონ ვილა", "ტოტენჰემი" და სხვა გუნდები.
თავად ეს ნახევარმცველიც დაიღალა სათადარიგოსა და "შავი მუშის" როლით და ამიტომაც მანჩესტერელთა რიგების დატოვებისკენ მიუწევს გული.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"