სერხიო აგუეროს დანაპირები: მოედანზე მეგობრობა არ ვიცი

AutoSharing Option
სერხიო აგუერომ ტრავმა ახლახან მოიშუშა და არგენტინელი ჯერ ოპტიმალურ ფორმაში არ არის, მაგრამ კუნი გულშემატკივრებს ჰპირდება, რომ მალე ისე ათამაშდება, როგორც მათ სურთ და თავადაც უნდა.

მეტიც, 26 წლის ფორვარდმა იმის პირობაც დადო, რომ "ჩელსისთან" და ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მომავალ პრინციპულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებებში გოლებს გაიტანს, ანუ თითოჯერ მაინც აიღებს მეტოქეთა კარს.

"ორივე მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემპიონატშიც და ევროსარბიელზეც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. გუნდმა დიდი დანახარჯები გასწია იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული იყოს და დრო მოვიდა, მოლოდინი გავამართლოთ. "ბარსელონასთან" მატჩი ჩემთვის
იმითაც არის განსაკუთრებული, რომ ჩემი ახლო მეგობრის, ლიონელ მესის წინააღმდეგ მომიწევს თამაში, მაგრამ როდესაც მინდორზე შევაბიჯებთ, მეგობრობას წერტილი დაესმება" - თქვა აგუერომ.

მილნერმა წასვლაზე დაიწყო ფიქრი

ჯეიმს მილნერის "სიტიდან" წასვლის შანსებს ერთიორად ზრდის ბოლო ცნობები იმის შესახებ, რომ მასსა და კლუბს შორის ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება "გაიყინა". მილნერს უკვე ეპატიჟებიან "მილანი", "ინტერი", "ასტონ ვილა", "ტოტენჰემი" და სხვა გუნდები.

თავად ეს ნახევარმცველიც დაიღალა სათადარიგოსა და "შავი მუშის" როლით და ამიტომაც მანჩესტერელთა რიგების დატოვებისკენ მიუწევს გული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აგუერო, უკანალში არ გაერჭო მესის. თუ ჩამოგიქროლა ქორივით როგორც წინა დაპირისპირებებში და აგაძრო ბურთიც და სახეც არ გაგიკვირდეს, მეგობრობას ხო წერტილი ექნება დასმული. რაც შეეხება ჩელსის, ისევე გაუტან როგორც არსენალს? დირკა არსენალთან ფეხი ვერ გაანძრიე ეტიჰადზე და ჩელსის ვირ მცველებთან გაიტან სტემფორდზე? შანსი არ გაქ
coco
11:16 28-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული